გორში ქმარმა ცოლი დაჭრა

გორში, კვერნაქის დასახლებაში კაცმა ცოლი დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა გახდა ახლად დაქორწინებულ ოჯახში დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები