ქართულ-პოლონური ქუჩის სპექტაკლი – „სახლი /საზღვარი“ გაიმართება
28 სექტემბერს, 19:00 საათზე, სემინარიის ეზოში (სიონის ქ. 31/40) ქართულ-პოლონური ქუჩის სპექტაკლი „სახლი/ საზღვარი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ქუჩის პერფორმანსი – პროექტი წარმოადგენს პოლონელი და ქართველი არტისტების ერთობლივ ნამუშევარს, რომელიც შეიქმნა სამაჩაბლოს ოკუპაციის შედეგად შექმნილ მძიმე სოციალური სიტუაციაზე და შთაგონებულია პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით („სახლი საზღვარზე“).
ორი ურთიერთსაპირისპირო მცნება, რომელიც შეგვხვდება პერფორმანსში არის: სახლი – სიმბოლო ერთობის, უსაფრთხოების, მეგობრობის, ტრადიციების და საზღვარი – სიმბოლო გაყოფის, განსხვავებულობის, იზოლაციისა.
ამ ორი მცნების გადაკვეთაზე გადის ბრძოლა ჰუმანურობისა და ტრაგედიის რომელიც მიგვიძღვის, რომ უფრო ღრმად შევიგრძნოთ ადამიანური ბუნება.
პროექტის საფუძვლად დაედო და განვითარდა იმ ადამიანების ისტორიებზე დაფუძნებით, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტურ ზონაში, გორის რეგიონში. მოსახლეობის სოციალურ სიტუაციაზე რომელიც გამოწვეულია სამაჩაბლოს ომის შედეგად. ეძღვნება ქეთი ბეჟიაშვილის ხსოვნას.
რეჟისორი და ქორეოგრაფები: იაროსლავ სიეჯკოვსკი; ზბიგნევ ოლკევიჩ; ბარბარა პრონდზისკა; დარიუს ბუაშჩიკ;
კომპოზიტორი: ანდრიას იზდებსკი და კოლექტივი;
გუნდი:
იაროსლავ სიეჯკოვსკი, ბარბარა პრადზიშკა, ზბიგნევ ოლკევიც, დარიუს ბლასჟიკ გიორგი ბაბალაშვილი, ლევან ბეჟანიშვილი, ნინო ბოლქვაძე, არცილ ჭოველიძე, თამო ჩიბილაშვილი, იზო ჩუბინიძე, ნინო დავითაშვილი, ნინო გოჩიაშვილი, ალექს სამხარაძე, რატი ქარელიძე, გიორგი კოშუაშვილი, ბექა ყიფიანი, დიმა კოპაძე, თემო კვიტაიშვილი, თემო ლეჟავა, თაკო მაზმიშვილი, ზურა მძინარაშვილი, ზურა პავლიაშვილი, საბა ქარელი, ანა ქავთარაძე, მარი ტლაშაძე, ანდრიას იზდებსკი და კოლექტივი.
დასი მადლობას უხდის: გივი წვერავას – ერისთავის თეატრის დირექტორს, დათო ჩხარტიშვილს -ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს.
წარმოდგენის შესახებ
შთაბეჭდილებები:
-მე ავაშენებ სახლს, რომელიც იქნება სამოთხე.
– ჩემი სამოთხეში, ლომი იქნება ცხვრის გვერდით და მგელი -კრავთან.
– ჩემი სამოთხეში იქნება მარადიული წყარო, სადაც გაგრილდებიან მოგზაურები ცხელ დღეებში. – ჩემს სამოთხეში მინდვრები სავსე იქნება ყვავილებით, რომლებსაც მოვუვლი ჩამს შვილთან ერთად.
– შეხედე, იქ არის ჩემი ბაღი, მეორე მხარეს. მე მქონდა დიდი ბაღი სხვადასხვა ვაშლის ხეებით. საუკეთესო ვაშლის ხეები მარცხნივაა. და იქ, მარჯვენივ დიდი ვაშლის ხე ავად აა, აქედანვე ჩანს, დაინახავ მის დაავადებულ ფოთლებს.
– ხედავთ, ის ჩემი ძველი სახლია, იქ დავტოვე ყველაფერი. წყლის თასი, ყავა მაგიდაზე, საშრობად გაფენილი ტანსაცმელი. ეს არის ჩემი ახალი სახლი, დაუსრულებელი. მიუხედავად იმისა, რომ აქ ვცხოვრობ მრავალი წელია, მაინც მივდივარ და ვუყურებ ხოლმე ჩემს ძველ სახლს.
დაფინანსებულია კულტურის და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტროს მერ, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის სუბსიდირებით, როგორც ნაწილი “სახელოვნებო ხიდები” პროგრამა ინდეფენდენთ 2017-2021 ფარგლებში.
პროგრამა RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისათვის.