აშშ უკრაინას ჩამოწერილ საპატრულო კატერებს გადასცემს
აშშ-ის სანაპირო დაცვა უკრაინის საზღვაო სამხედრო ძალებს “აილენდ” კლასის ჩამოწერილ კატერებს საჩუქრად გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკული უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
მსგავსი ტიპის კატერები ამერიკამ ადრე საქართველოსა და კოსტა-რიკასაც გადასცა.