ირაკლი კოვზანაძე – მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი კარგი მესიჯია უცხოელი ინვესტორებისთვის

„მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი კარგი მესიჯია პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის“, – აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
„საქართველომ მსოფლიო ეკონომიკურ თავისუფლების რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა, პოზიციები გაიუმჯობესა, 162 ქვეყანას შორის მე -7 ადგილზე ყოფნა ძალიან პრესტიჟულია. პოზიციები გაუმჯობესდა რამდენიმე მიმართულებით, ეს არის ეკონომიკური რეგულაციები, ასევე მცირე მთავრობა. შარშან ბიუჯეტის დამტკიცების, ასევე სამთავრობო პროგრამების განხილვის დროს ამ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით, ამ მიმართულებით პროგრესი გვქონდა. ვფიქრობ წელსაც გვექნება და საქართველო კიდევ უფრო წინ წავა. ეს არის კარგი მესიჯი პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე ნდობის გაზრდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ და ასევე კარგი ინფორმაცია ქართული ეკონომიკის ზრდისათვის. ყველა მიმართულებით ეს არის პროგრესის მომასწავებელი” , – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები