ლანჩხუთში მოქალაქეების ნაწილი სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო აქციით დახვდა

ლანჩხუთში, ამომრჩეველთან შეხვედრის მიზნით, ჩასულ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეების ნაწილი საპროტესტო აქციით დახვდა.
ადგილობრივებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებით – „მოღალატე“; „არც ერთი ხმა მოღალატეს“.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
ადგილობრივებს, რომლებიც ზურაბიშვილს პროტესტით დახვდნენ, შეხვედრაზე დასწრების სურვილიც ჰქონდათ, თუმცა დარბაზში არ შეუშვეს.
სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ლანჩხუთში მდებარე თეატრში შეხვდა, სადაც ელექტროენერგია არ იყო და ამის გამო შეხვედრა გარკვეული დროის განმავლობაში ჩაბნელებულ დარბაზში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, შენობაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები