გოგა ხაინდრავა: ზურაბიშვილს მოღალატეს ეძახის გრიგოლ ვაშაძე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი იყო

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, თითქოს ის ქვეყნის მოღალატეა.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ ზურაბიშვილმა თქვა მხოლოდ ის, რაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში წერია:” 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია”.
„მე ხელთ მაქვს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლის მე-5 მუხლში წერია (ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებმა ისე გადაეცით ზუსტად, როგორც ვამბობ და არა ისე როგორც „ფეიქ-ნიუსს“ უკვეთავენ თავიანთი დამქაშები) ეს არის რეზოლუცია 16-33, საპარლამენტო ასამბლეის, რომელსაც ხელს აწერს ბოკერია, პეტრე ცისკარიშვილი, ელენე თევდორაძე, ლევან ბერძენიშვილი. მე-5 მუხლში ასევე წერია – 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც ბოკერია აწერს ხელს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და ა.შ და ა.შ. მე-4 მუხლიც არის, მე-6 მუხლიც არის, სადაც ეს ყველაფერი აღწერილია ზუსტად. და ეს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი, რომელშიც მონაწილეობდა ყველა ქვეყანა დევს ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ნიუ-იორკშიც, ჟენევაშიც და თბილისშიც. ამიტომ ის დიდი სიცრუე ამიტომ ის დიდი სიცრუე, რომლის მონაწილე ყველანი ხართ სამწუხაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თითქოს რამე ისეთი თქვა, რომელიც ავნებს საქართველოს და ის ჟურნალისტები, ვითომ ჟურნალისტები, რომლებიც მეკითხებიან ეთერში, რომ არაღიარების პოლიტიკას ხელს შეუშლის თურმე რომ სალომე ზურაბვიშვილმა რაღაც ქართულ ენაზე თქვა, მან თქვა ის რაც აქ წერია, თქვა, რომ მთელმა მსოფლიომ იცის ეს და სირაქლემას პოზაში რომ ვართ აყოლილი ამ ბანდიტებს და რატომ არიან ეგენი რუსული პოლიტიკის გამტარებლები საქართველოში, ამას გეტყვით. ეს არის ტალიავინის დასკვნაში“, – განაცხადა გოგა ხაინრავამ.
ხაინდრავას განმარტებით, ევგენი სკლაროვი დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს საქართველოში და სწორედ მისი იდეაა, სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ წარმოაჩინონ:
„გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ და რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და რუსეთის მოქალაქე, დღეს სააკაშვილთან ერთად ქალბატონს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, საფრანგეთში გაიზარდა, მთელი ცხოვრება იყო ტანჯული საბჭოთა წყობილების გამო, იმის გამო, რომ მისი ოჯახი აქედან გაძევებული იყო, იმის გამო, რომ ამ ქვეყანას წაართვეს თვითმყოფადობა, ამ ქვეყანას წაართვეს დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას ახადეს ნამუსი და სისხლში ჩაახრჩვეს ეს ქვეყანა და სალომეს ნათესავები, აი ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამფსონები, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით, მოღალატეს ეძახიან. ახლა გეტყვით საიდან წამოვიდა ეს. სკლაროვი, ევგენი სკლაროვი, რომელიც არის პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს საქართველოში, მისი იდეაა, პირდაპირ კრემლიდან გამოგზავნილია. მათ ძალიან კარგად იციან, ეს ძველი მეთოდია, როგორც კაგებესი, ისე გერმანიის უშიშორების, თავის დროზე ჰიტლერის დროინდელი, როდესაც მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის, რასაც შენ თვიტონ ჩადიხარ, რასაც შენ წარმოადგენ და რაც წარმოუდგენელია საერთოდ. ამიტომ ამ სკლაროვმა თავისი დავალებით, რომელიც მან მიიღო და ახორციელებს აქ გრიგოლ ვაშაძე და სააკაშვილი იქ, სადაც არის ჩამოიტანა ეს იდეა და ახორციელებენ თქვენი მეშვეობით, თქვენი დახმარებით, თქვენი მონაწილეობით, იმიტომ რომ ეს იქ დაბადებული იდეაა, არაერთხელ განუხორციელებიათ და მაგ გზით მიდიან ახლაც. სალომეს აბრალებენ, ამას სალომეს აბრალებენ, რაც ახლა წაგიკითხეთ და ეს არის სირცხვილი. ცოტა გამოფზხიზლით და აზრზე მოდით ვინ ებრძვის ამ ქვეყანას, როგორ ებრძვის და საიდან მოდის საფრთხე სალომესგან თუ ვაშაძე-სააკაშვილისგან. ეს ხომ თქვენ გეხებათ, თქვენი შვილების მომავალს ეხება. ეს მამაძაღლები, ეს მატყუარები, ეს ფლიდები და ფარისევლები რომ გამოდიან და იძახიან რომ შევცვლით, ჩამოინგრევა ხელისუფლება და ხვალიდან აღარ იქნება „ოცნება“. რა იზამენ 28-ში, რა უნდა ქნან, ვთქვათ აირჩიეს „კიკა“ საქართველოს პრეზიდენტად, როგორც მაგათ უნდათ და რა იქნება? რა უფლებები აქვს იმ საქართველოს პრეზიდენტს? რა უნდა გააკეთოს? მთავრობას ამტკიცებს თუ საპარლამენტო უმრავლესობაზე მეტი ძალა აქვს? ეს ხომ სიცრუეა, ფარისევლობა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები