დავით ზალკალიანი: მოგერინის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველო ახორციელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხირივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს. ფედერიკა მოგერინის მხრიდან კი, სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს კომისართან ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. უნდა აღინიშნოს, რომ მოგერინის მხრიდან სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულება მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შემგომ ინტეგრაციას ევროკავშირში. საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა გადადგას ნაბიჯები ასოცირების ხელშეკრულების მიღმა, რაც ბუნებრივია ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სერიოზული წვლილი შეაქვს, რათა არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია.
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებებში ძალიან აქტიურ ჩართულობას და მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს.
„მოგეხსენებათ, ევროკავშირი არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ძალიან სერიოზული წვლილი შეაქვს იმაში, რომ არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. კერძოდ, იქ იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც არის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორის როლს ასრულებს. აღინიშნა ამ მისიის ძალიან ეფექტური მუშაობის მნიშვნელობა და აის ფაქტი, რომ მისიამ მომავალშიც უნდა გააგრძელოს ძალიან აქტიურად საკუთარი წვლილის შეტანა რეგიონში დეესკალაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებებში ძალიან აქტიურ ჩართულობას და მიესალმება ყველა ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. შეხვედრაზე ასევე აღნიშნულ იქნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია მუდმივად იქნება ევროკავშირის რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარო ურთიერთობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები