ოთარ კახიძე: ვანო მერაბიშვილი უნდა გათავისუფლდეს

პოლიტიკური გაერთიანება “ევროპული საქართველო” მთავრობას მოუწოდებს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება შეასრულოს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ აღნიშნა, მერაბიშვილის მიმართ, „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-18 მუხლის დარღვევაა დადგენილი და ის კიდევ პატიმრობაშია.
„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის განმარტებით, ყველა პატიმარი, ვისზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა, გათავისუფლებულია. მოვუწოდებ მთავრობას, ნუ დაელოდება ამ სხდომას და თავად გადადგას ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად – გათავისუფლდეს მერაბიშვილი და პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვინც მისი უფლებების დარღვევაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები