მამუკა მდინარაძე: “ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ

“ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიქცნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მდინარაძე ამ წუთებში დეპუტატებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ შედგენილ დადგენილებას წარადგენს.
„ჩემს კითხვაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები რეკომენდაციებთან დაკავშირებით, პასუხი არის ის რაც დარბაზში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დატოვებს დარბაზი, სწორედ იმის გამო, რომ მათ პასუხი არ აქვთ დადგენილებაში მოყვანილ არგუმენტებზე. ისინი გაიქცნენ დარბაზიდან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ბუნებრივი ამბავია, რადგან დადგენილებაში წარმოდგენილი რეკომენდაციების საპირისპირო არგუმენტები არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ევროპულმა საქართველომ“ კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის დასკვნითი სიტყვის შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა და „ქართული ოცნების“ დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები