ინაშვილი ბოკერიას: კარგად დამაკვირდით, გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული, გააგრძელეთ ეს კანკალი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ახალგაზრდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ასეთ კომისიაში უმრავლესობაში მყოფ ხალხს გამოძიების წარმართვისთვის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ.
“ქართული ოცნება“ მორალურ პასუხისმგებლობას თუ გრძნობს იმაზე, რაც დღეს დარბაზში ხდება? მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა დღეს იმის გამო, რომ ეს კომისია ჩააბარეთ არა ერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ პირდაპირ მხილებულ ადამიანებს? მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი, უნდა ჰქონდეს მას თუ არა ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება? იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით, რომ მიყურებს… კარგად დამაკვირდით, გესიზმრებით უკვე, ისე ხართ აკანკალებული, გააგრძელეთ ეს კანკალი, რადგან 280 000-ზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენზე საქმის აღძვრის და დაპატიმრების მოთხოვნით, – სულ ტყუილად იღიმით. უმრავლესობის წარმომადგენლებო, ეს ყველაფერი მარაზმამდე რომ მიდის არ იცით? კომისიის შექმნისას დაარღვიეთ რეგლამენტი, რადგან მეტი წევრი გვეკუთვნოდა, თუმცა ეს კვოტები აჩუქეთ „ევროპულ საქართველოს“.
ასეთი კომისია როდესაც იქმნება, მორალური უფლება უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც უმრავლესობაშია, რომ გამოძიება წაიყვანოს“, – განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები