თამარ ხულორდავა: ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა

„ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული ,ვიდრე ოდესმე ყოფილა“ -ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრას.
„ეროვნული ინტერესების გარდა, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, გვაქვს ასევე საგნობრივი თემატური ინტერესები, რაზეც ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან და რაშიც გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხარდაჭერა. ამ ურთიერთობების გაღრმავების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, მისი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე კონგრესის წარმომადგენლებთან. საქართველოს სჭირდება, და კიდეც აქვს, პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ეს დასტურდება იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინეთ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ ვიზიტის მიმდინარეობის პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეკონომიკური ინტერესებითაც მეტად დავაკავშიროთ ჩვენს ქვეყანას აშშ, რაც, ერთის მხრივ, ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის. გარდა ამისა, გრძელვადიანი პოლიტიკური ინტერესის გარანტი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს შემდეგომ თანამშრომლობას”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები