გია ვოლსკი: პარლამენტის თბილისში გადმოტანით დაზოგილი რესურსი ქუთაისის პრობლემებზე იქნება მიმართული

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში სრულად გადმოტანის შედეგად დაზოგილი თანხები ისევ ქუთაისს მოხმარდება.
„საუბარი მაშინ იყო იმაზე, რომ ამ ქალაქს უნდა შეეძინა პოზიცია, როგორც მეორე დედაქალაქს.
ვფიქრობ, საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია არაფრით ნაკლები არ არის, მითუმეტეს, თუ მილიონობით ხარჯი იქნება დაზოგილი და ეფექტური გახდება პარლამენტის ურთიერთობა მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. არა მგონია, ქუთაისელებს არ ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის ეფექტურობა მთავრობასთან მიმართებით. მე ვფიქრობ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის, რომ დაზოგილი რესურსი მიმართული იქნება ძირითადად ქუთაისის საკითხებსა და მის პრობლემებზე. ეს შენობა უფუნქციო არ დარჩება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილება, შენობის შსს-ს მიერ გამოყენებაა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები