გიორგი ვოლსკი: იმ გადაწყვეტილებაზე რეაგირების არქონა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, გარკვეულ ვაკუუმს ქმნის

პარლამენტში კანონპროექტთა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებას აწესრიგებს და ამ სფეროს რეგლამენტაციას ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვან შეზღუდვებს და ძალიან მკაცრ რეგულაციებს დააწესებს.
„იმ გადაწყვეტილებაზე რეაგირების არქონა, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, ქმნის გარკვეულ ვაკუუმს. ის რეგულაციები, რაც შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მკაცრი რეგულაციებია და არ ტოვებს დამატებით კითხვის ნიშნებს. ეს მკაცრი რეგულაციები საზოგადოებას დაიცავს იმისგან, რომ ნარკოტიკული საშუალება იქნეს დაშვებული და გამოყენებული შავი ბაზრისათვის”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი ვარაუდით, რეგულაციები შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები