ირაკლი ზარქუა – სერიოზულად როგორ უნდა მიიღო ისეთი რეზოლუცია, რომელშიც სააკაშვილი პოლიტპატიმარია
„სერიოზულად როგორ უნდა მიიღო ისეთი რეზოლუცია, რომელშიც სააკაშვილი პოლიტპატიმარია, საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა,“ – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„სერიოზული საუბარი რთულია, რადგან ისევ სიგიჟეებს აგრძელებენ. სერიოზულად როგორ უნდა მიიღო ისეთი რეზოლუცია, რომელშიც სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ვიცით, ვინ რა რას წარმოადგენს. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე იმ სისაძაგლეებს ვისმენთ, რასაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა. ბევრ სიგიჟესთან ერთად წერია, რომ თურმე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს, ფრანცუჟენკა აღიარეთ და პრეზიდენტად მიიღეთო. ეს სიგიჟეა და ვინც ამ სიგიჟეებს აკეთებდნენ, კუბილიუსები, ფოტიგები, ჟიგმანტუსები, ევროპარლამენტიდან ნაწილი საერთოდ გააგდეს, მათ შორის ფოტიგა. ეტყობა, ამ სიგიჟეებში ხელფასს იღებენ. ლობისტური ჯგუფების დაფინანსებულები არიან, ეს ხომ ვნახეთ. ეს ადამიანები საქართველოს წინააღმდეგ არიან“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.