“სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს” – მაჭავარიანი
“სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, ალბათ, მათ კონფერენციაზე სააკაშვილისთვის თავისუფალი სკამიც გახსოვთ, ისინი თვლიან, რომ თურმე, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გავათავისუფლოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„როცა ისინი კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვენ, ეს არასერიოზულია. კი ბატონი, მსოფლიოში კრიმინალის პოპულარიზაციას ხელი შეუწყონ, რითაც მათივე რეპუტაცია კნინდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.