ლევან მახაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გარდა, ახალი არაფერი მოგვისმენია

„მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გარდა, ახალი არაფერი მოგვისმენია,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) რეზოლუციის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ რეზოლუციაში არაფერია ახალი, არც მის შინაარსში და არც რიტორიკაში.

„ის პრაქტიკულად ევროპარლამენტის წინა რეზოლუციებს იმეორებს, სადაც რამდენიმე თემის ჩამონათვალია, რაც მათი აზრით, აუცილებელია, რომ ყველა დოკუმენტში მოხვდეს. მას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს იქნება პლუს ერთი ქაღალდი. სანქციების თაობაზე მოწოდებები ადრეც გვინახავს და ახალი არ არის. მას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფაქტებს არ ეფუძნება და მხოლოდ ტყუილებია. მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გარდა, ახალი არაფერი მოგვისმენია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები