გია აბაშიძე: ჰუმანურ ბიძინა ივანიშვილს არაერთმა უღალატა, მათ შორისაა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც სასამართლომ ბიტკოინების დაბრუნება დაავალდებულა, თაღლითობა “პოლიტიკური დევნა” ვერასდროს იქნება
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს, 9000-მდე ბიტკოინის უკან დაბრუნება დაევალა, სოციალურ ქსელში აფასებს.
აბაშიძის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი თაღლითობა „პოლიტიკური დევნა“ ვერასდროს იქნება.
„ჰუმანურ ბიძინა ივანიშვილს არაერთმა უღალატა, მათ შორისაა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც სასამართლომ ბიტკოინების დაბრუნება დაავალდებულა, თაღლითობა “პოლიტიკური დევნა” ვერასდროს იქნება.
თბილისის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა.
რა საცოდაობაა, რომ საკუთარი შარლატანობის ვითომ გამართლება რადიკალური ოპოზიციის უნიათობით გამწარებულმა სხვას ვითომ გადააბრალო.
ვერანაირად ვგუობ ანტი ქართველ არსებებს, ჩემთვის კი არა და , უმრავლესობისთვის კეთროვანი არსებები არიან. No mercy!“,-წერს გია აბაშიძე.