ანდრეი სიბიგა – ამერიკასთან იშვიათი მეტალების შესახებ გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანი ეტაპია
აშშ-უკრაინის შეთანხმება, საინვესტიციო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, ვაშინგტონისა და კიევის სტრატეგიულ პარტნიორობაში მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპია,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს.
მისივე თქმით, ეს ეტაპი მიზნად, უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს.
ამასთან, სიბიგას ცნობით, ის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს ესაუბრა და „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის“ შესახებ აცნობა.
“ვესაუბრე კაია კალასს უკრაინა-ევროკავშირის დღის წესრიგის განსახილველად და მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების წინ ნაბიჯების კოორდინირებისთვის. მას ინფორმაცია მივაწოდე აშშ-უკრაინის სარეკონსტრუქციო საინვესტიციო ფონდის შექმნის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. ეს არის გარდამტეხი ეტაპი უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. მადლობა ევროკავშირს სოლიდარობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის”,- დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.