რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა საჰაერო მიმოსვლა აღადგინეს

30-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა,- ამის შესახებ რუსული მედია წერს.

პირველ ფრენას ავიაკომპანია „UVT AERO“ ასრულებს. სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე განახორციელებენ Ifly-ის ავიახაზები მოსკოვიდან და NordStar-ი მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.

მედიის ინფორმაციით, პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები