ირაკლი კირცხალია პოლ მასაროზე: ჯო უილსონის მსგავსი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში ღიად ლობირებენ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ეს ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია, საქართველოში აქციების თემაზე ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩევლის, პოლ მასაროს მიერ რუს პრანკერებთან საუბარში გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

„ჯო უილსონის მსგავსი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთერში ღიად ლობირებენ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, არეულობას და ლობირებენ მაქსიმალურად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებული, მათი ხელდასხმული, ყურმოჭრილი მონა იყოს ხელისუფლებაში, ეს ქართული საზოგადოებისთვის, პირველ რიგში შეურაცხმყოფელია.

სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ არ აღვიქვამთ მათ როგორც ამერიკელ ხალხს და ამერიკის წარმომადგენლებს. ისინი არიან კონკრეტული ლობისტური ჯგუფები, „დიფ სთეითის“, ამ მანქანის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც მოქმედებს ჯერ კიდევ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, ასევე გაორმაგებული ძალებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი, პოლ მასარო ფიქრობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია მაიდანი მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები