ელექტროენერგიის მასშტაბურმა გათიშვამ, ესპანეთის ეკონომიკას, დაახლოებით, 1,6 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა

ელექტროენერგიის მასშტაბურმა გათიშვამ ესპანეთის ეკონომიკას, დაახლოებით 1,6 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა,- ინფორმაცია ამის შესახებ ესპანეთის მეწარმეთა ორგანიზაციების კონფედერაციამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს, სრულად ფუნქციონირების აღსადგენად, შესაძლოა, ერთი კვირა ან მეტი დასჭირდეთ.

28 აპრილს ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ქვეყანა 10 საათზე მეტი ხნით იყო პარალიზებული.

ესპანეთის მთავრობას ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზები ჯერ არ დაუსახელებია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები