სოფიო ქაცარავა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესი, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.
სოფიო ქაცარავამ ისაუბრა ევროკავშირის როლზე ქვეყნის სწრაფ განვითარებაში და დელეგაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ამ კუთხით, აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პროცესში.
“შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. ასევე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროკავშირის, მათ შორის ევროპარლამენტის მხარდაჭერა. ამ კუთხით აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რისთვისაც მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს”,- განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები