სალომე ზურაბიშვილი: ვინც დინჯადაა, უფრო შორს მიდის, ამიტომ დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, ჭამონ ბევრი წიწაკა

ვინც უფრო დინჯადაა, უფრო შორს მიდის. ამიტომ დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, რომ ხმამაღლა ილანძღონ და ჭამონ ბევრი წიწაკა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საჩხერეში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ აგრესიისა და შეურაცხყოფის კამპანია მიმდინარეობს.

“დამჭირდება და მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, დღესაც ახლა, როცა მიმდინარეობს წარმოუდგენელი აგრესიის, შეურაცხყოფის და ლანძღვა-გინების კამპანია. ვიღაცები რატომღაც ფიქრობენ, რომ რადგან ქალია, პარტია არ აქვს, აქ არ ჰყავს ოჯახი, შეიძლება მისი გატეხვა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვინც უფრო დინჯადაა, უფრო შორს მიდის. ამიტომ დავუტოვოთ სხვებს უპირატესობა, რომ უფრო ხმამაღლა ილანძღონ და ჭამონ ბევრი წიწაკა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები