თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, სხვადასხვა საკითხს შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აშშ-თან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
„ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის საკითხის შესახებ, რომელიც არაერთ ფორმატში გვაქვს დაყენებული შეერთებულ შტატებთან. ასევე ვფიქრობთ, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი სხა კუთხით გააღრმავოს ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები