შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აშშ-დან დელეგაციას მასპინძლობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციას მასპინძლობს. სამკაციანი გუნდი საქართველოში, 16-21 სექტემბრის, ჩათვლით დარჩება და იბსუს თემაზე სხვადასხვა დონეზე შეხვედრებს გამართავს, მათ შორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების ექსპერტების თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წარმომადგენლები იმ კომისიის წევრები არიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განათლების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემურ თემებს სწავლობენ და შემდგომ ამერიკის დიპლომატიური წრეებისთვის ანგარიშს ამზადებენ.
”პრობლემების გამოკვლევის შემდგომ, ამ საქმის მასალებს ამერიკელ დიპლომატებს გავაცნობთ. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას გაეროს სხდომაზე, სადაც ჩვენც ვიქნებით, მსგავსი პრობლემების წინ წამოწევა და მსჯელობა“, – განაცხადა ტომ ტეილორმა.
ცნობისთვის, ბიო ტომ ტეილორი წარმოადგენს ჯორჯიის ოლქს, რომელიც მოიცავს ქალაქ დანვუდს სრულად, ჩამბლის ნაწილსა და ჩრდილოეთ დეკალბის მუნიციპალიტეტის დორავილის ნაწილს. ის წარმომადგენელთა პალატაში 2010 წელს აირჩიეს. ამჟამად არის MARTOC-ის კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე არის “ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის“, სამთავრობო საკითხთა; რეგულირებულ ინდუსტრიათა კომიტეტების და ადამიანური რესურსების ქვეკომიტეტის წევრი. ხსენებული მუდმივმოქმედი კომიტეტების გარდა, იგი ასევე არის MARTA-ს ეთიკის საბჭოს ერთადერთი სამართლებრივი წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები