“ნაადრევია სერგი კაპანაძის, ბოკერიების და „ნაცმოძრაობის“ სიხარული, რომ დაიშლება „პატრიოტთა ალიანსი“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი დეპუტატ ნატო ჩხეიძეს ურჩევს, რომ პარტია დატოვოს, მაგრამ ფრაქციაში დარჩეს. მისივე თქმით ნაადრევია ოპონენტების სიხარული მათი პარტიის დაშლის თაობაზე.
„ნატო ჩხეიძეს ვურჩევ, თუ სურვილი აქვს, პარტია დატოვოს, მაგრამ დარჩეს ფრაქციაში. იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ნაადრევია სერგი კაპანაძის, ბოკერიების და „ნაცმოძრაობის“ სიხარული, რომ დაიშლება „პატრიოტთა ალიანსი“ და ირმა ინაშვილი დაკარგავს ვიცე-სპიკერის პოსტს. არ ვიყავი ვიცე-სპიკერი, მაგრამ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე სააკაშვილისა და ბოკერიას რეჟიმის დემონტაჟში. ვეცდებით, ვნახოთ დეპუტატი, რომელიც გაერთიანდება ჩვენს ფრაქციაში. თუ ვერ ვნახავთ ასეთ დეპუტატს, გავაგრძელებთ იმ რეჟიმში საქმიანობას, რის საშუალებასაც კანონი მოგვცემს.
​გუშინაც ვუკავშირდებოდი ქალბატონ ნატოს, მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნე, მაგრამ არ მიპასუხა. სამაგიეროდ, მიპასუხა სატელევიზო ეთერიდან და სწორედ იქიდან გავიგე, რომ ტოვებს ჩვენი პარტიის რიგებს“, – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობას ტოვებს.
შესაბამისი განცხადება მან ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ეთერში გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები