არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საჯად კარიმი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით საკითხებს – ჯანსაღი გარემო და მწვანე ეკონომიკა საქართველო-ევროკავშირის მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხი იქნება.
არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების გამო, რომელიც 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ არსებულ ვითარებას აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები