შალვა თადუმაძე: საქართველოს პროკურატურის და შსს-ს მიზანია, გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობა იყოს ეფექტური

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ კანონმდებლობის საფუძველზე საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარი დადგინდება.
კონფერენციაზე -„საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ შალვა თადუმაძემ მოქმედი კანონდმებლობის პრობლემად საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის არ არსებობა დაასახელა, რაც, მისი თმით, იწვევს პასუხისმგებლობის გაურკვევლობას, ფუნქციების დუბლირებას და საბოლოოდ, ცალსახად ხარისხზე აისახება.
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ და შსსმ საგამოძიებო საქმიანობისა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა კანონმდებლობის საფუძველზე მცირე დროში შეძლეს. ორივე უწყების მიზანი კი გამოძიებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ეფექტურობაა.
„მე ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ძალიან მცირე დროში ჩვენ შევძელით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩამოგვეყალიბებინა ერთიანი ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს საგამოძიებო საქმიანობისა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა კანონმდებლობის საფუძველზე.
ერთადერთი მიზანი, რაც ორივე უწყებას გაგვაჩნია არის ის, რომ გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობაც იყოს ეფექტური. რაც შეეხება ამ მკვეთრი ზღვარის არსებობას, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ კვალიფიკაციის ნაწილი და მეორეს მხრივ კომუნიკაციის ფორმები“,- განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები