“აშშ-ში პრემიერის ვიზიტი უდაოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით”

„აშშ-ში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი უდაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რეგიონულ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერას ემსახურება ის დღის წესრიგი რაც აქვს პრემიერს ამ ვიზიტის მიზნად. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აშშ-თან თანამშრომლობის არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს. მხოლოდ უკანასკნელი თვეების მანძილზე ჩვენ ვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორებიცაა: ა.შ.შ-ის სენატის საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული დოკუმენტი, ა.შ.შ-ის თავდაცვის ბიუჯეტის ავტორიზაციის აქტი, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მხარდაჭერა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 სექტემბერს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები