მეუფე იაკობი: ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ, კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ

“ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეღარ ცნობს.
ამასთან, მეუფე საქართველოში მარიხუანას წარმოება-ექსპორტის ინიციატივას ერისთვის სამარცხვინოს უწოდებს.
“ჩვენ არ გვინდა ნარკობარონების მომრავლება. ეს სირცხვილია ჩვენი ერისთვის. 2012 წელს, მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი. ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ. 2016-დან ვერ ვცნობ ვინ არიან, პარლამენტში ვინ არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ. სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან, შევარდნაძე იყო და უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო და უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა… ქართველი ერი სხვანაირია, შეითქმება ხოლმე და ბახტრიონშიც იმარჯვებს, როცა მანამდე თითქმის დამონებული ვყავდით, აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს. ეს რუსული ოკუპაცია მოვიშოროთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, მსოფლიოს თანამეგობრობაში ისეთი ადგილი დავიკავოთ, რაც ჩვენ ერს თავისი კულტურის და თავისი ისტორიის მიხედვით ეკუთვნის. სირცხვილი არ არის დასავლეთზე ვლაპარაკობთ, ამერიკაზე, თუნდაც ესენი რუსეთისკენ იყურებოდნენ – ვის რად უნდა ნარკობარონები? რომელიმეს გინდათ მასეთი ფული?“, – მიმართა მეუფე იაკობმა მრევლს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები