კახა კალაძე: „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვინმეს მიმართ ომთან დაკავშირებით მითითებები და შენიშვნები ნამდვილად უხერხულია

„პეტიციას ვინც აანონსებს, არის ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობა“ ეს ცხადი და გასაგებია , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გავრცელებულ პეტიციასთან დაკავშირებით განუცხადა.
ამასთან, კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ფრაზები, რომლის გამოც მას აკრიტიკებენ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად არის გაშუქებული.
„შეიძლება, ქალბატონი სალომე ქართულად ისე ვერ საუბრობდეს, როგორც თითოეული ჩვენგანი და ეს ნორმალურია, რადგან სალომე ზურაბიშვილი დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა საფრანგეთში. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ვინმეს მიმართ ომთან დაკავშირებით მითითებები და შენიშვნები ნამდვილად უხერხულია, რადგან რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2008 წელს, ეს იყო სრული კატასტროფა. ეს ყველამ კარგად ვიცით და რა შედეგიც გვაქვს: დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, დაღუპული გმირები და აღარ გავაგრძელებ, რადგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შევიკავებ კიდევ რაღაცებზე თავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები