სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო კამპანია 40 000 ლარით დააფინანსა

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რომელიც 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლითაა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო კამპანია 40 ათასი ლარით დააფინანსა.
ცნობისათვის, ზურაბიშვილს ჯამში 109 021 ლარის ფულადი და არაფულადი შემოწირულობა აქვს მიღებული, მათ შორის 50 ათასი ლარის ვახტანგ ლაღიძისგან, რომელიც სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს დირექტორია.
გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს 7 320 ლარის არაფულადი შემოწირულობა აქვს მიღებული.
ზურაბიშვილის დამფინანსებლების სიაში მხოლოდ ფიზიკური პირები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები