ციხელაშვილი ინტერპოლის გადაწყვეტილებაზე: არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულებს, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, დააკავებენ

ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხი შეაფასა. „ეს აუცილებელი ნაბიჯია, ამიტომაც ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ. ასევე იყო ოთხოზორიას შემთხვევაშიც, რომლის მკვლელი იდენტიფიცირებულია და ქართულმა სასამართლომ ცნო ბრალდებულად. ამ პირებს, რადგან ინტერპოლის წითელ ცირკულარში მოხვდნენ, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში დააკავებენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები