სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს: მე ვიქნები ხიდი თქვენსა და ხელისუფლებას შორის

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ვანის კულტურის სახლში ამომრჩეველს შეხვდა. მან “ქართულ ოცნებას” გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
როგორც ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, ის იქნება ხიდი მათსა და ხელისუფლებას შორის.
„მე ვიქნები ხიდი თქვენსა და ხელისუფლებას შორის და არა კონფრონტაციის კერა. არა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მე მხარი დამიჭირა და ამიტომ მაქვს რაღაც ვალდებულება აღებული და მოვიქცევი ისე, როგორც მონა-მორჩილი, არა. ჯერ ერთი, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო თავისი გადაწყვეტილება ისე, რომ მე არაფერი მომეთხოვა, არანაირი წინაპირობა. ეს იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულიად თავისუფალი გადაწყვეტილება, რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ და ვიქნები. ასევე იყო სრულიად თავისუფალი გადაწყვეტილება ჩემი მხრიდან, რამეთუ ეს არ არის დაკავშირებული რამე აღებულ ვალდებულებასთან, რაც მე მერე დამაწვება კისერზე. ეს არის თანასწორი გაგება იმისა, რომ დღევანდელ საქართველოს სჭირდება ხელისუფლებასთან თანამშრომლობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები