სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილების ინტერვიუ გასაჯაროვდა (ვიდეო)
სკრიპალების საქმეში ლონდონის მიერ დადანაშაულებული ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი ადასტურებენ, რომ კადრებზე, რომლებიც მედიაში გავრცელდა, ნამდვილად ისინი არიან.
დიდ ბრიტანეთში ორივე მათგანი, მეგობრების რჩევით, დასასვენებლად ჩავიდა. ამის შესახებ მარგარიტა სიმონიანთა ინტერვიუში თავად განაცხადეს.
“ჩვენ ვგეგმავდით ლონდონში ჩასვლას და კარგ დასვენებას. ეს არ იყო ბიზნეს-მივლინება”,- განმარტეს ეჭვმიტანილებმა.
სოლსბერიში გავლაც მეგობრების რჩევით დაგეგმეს, ვინაიდან ამ ქალაქში მდებარეობს ეკლესია, რომელიც ტურისტებისთვის ძალიან პოპულარულია.
ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი მათი ნამდვილი სახელებია.
ბორიშოვმა და პეტროვმა ასევე განაცხადეს, რომ ლონდონის მიერ წარდგენილმა ბრალდებამ მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და ორ ეტაპად გაყო.
“ჩვენი ცხოვრება ერთ წამში ყირაზე დადგა. უბრალოდ დაგვანგრიეს”, – ამბობენ ეჭვმიტანილები. ახლა ახალგაზრდა მამაკაცები არა მარტო საკუთარ სიცოცხლეზე წუხან, არამედ ნათესავების უსაფრთხოებაზეც ნერვიულობენ.
ჭურჭელზე, რომლითაც მამაკაცებმა, ვითომ და, მომწამვლელი ნივთიერება ჩამოიტანეს, პეტროვი და ბოშიროვი ამბობენ, რომ “ნორმალური მამაკაცები” ქალურ ფლაკონს ხელში თავად არ აიღებდნენ.
“მამაკაცებისთვის ქალის სუნამოს თან ტარება – ეს სისულელე არაა?”,- კითხულობენ ეჭვმიტანილები.
მათივე თქმით, მათ არ ჩაუტანიათ არავითარი მომწამვლელი ნივთიერება და მეტიც, არც კი იციან სად მდებარეობს სოლსბერიში სკრიპალების სახლი.
“შეიძლება გვერდით ჩავუარეთ კიდეც, შეიძლება არც – არ ვიცით”, – დაამატა ბოშიროვმა.