პეტროვმა და ბოშიროვმა სკრიპალების საქმეზე მედიის ყველა კითხვას უპასუხეს
მასობრივი ინფორმაციის სააგენტოს “Россия сегодня”-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბაშიროვმა ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც სკიპრალების საქმეს უკავშირდებოდა.
“ყველა კითხვა, რომელიც თქვენ და მე, როგორც ჟურნალისტებს, პირველ რიგში, თავში აზრად შეიძლება მოგვსვლოდა, დასმული იყო და პასუხებიც მივიღეთ”, – განაცხადა სიმონიანმა “Россия 24”-ის ეთერში.
“არ ვიცი, თქვენ როგორ გაატარეთ გუშინდელი საღამო, მაგრამ მე ის საღამო პეტროვთან და ბოშიროვთან გავატარე. არ ვხუმრობ”, – დაწერა მან თავის Telegram-არხზე.
პეტროვმა და ბოშიროვმა სიმონიანი თვითონ იპოვეს.
“მე ისინი არ მიძებნია, უფრო სწორად ჩვენი რედაქცია მათ ისევე ეძებდა, როგორც სხვა პროფესიონალური რედაქცია: სოციალურ ქსელებში, წყაროებიდან. შედეგად კი პეტროვმა და ბოშიროვმა თავად დამირეკეს მობილურზე”, – განმარტა რედაქტორმა.