პეტროვმა სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა

ინგლისში, ქალაქ სოლსბერში, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში ბრიტანული სასამართლოს ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა, ალექსანდ პეტროვმა, საინფორმაციო სააგენტო “России 24”-ის კორესპონდენტთან სატელეფონო საუბრისას პირობა დადო, რომ მომდევნო კვირას პრესას ვრცელ პასუხს გასცემდა. ამ საშუალებით მან პასუხი გასცა რუსეთის პრეზიდენტს მოწოდებაზე – “თავად მოყვებიან ყველაფერს”.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალექსანდ პეტროვი და რუსლან ბაშიროვიარიან სამოქალაქო პირები და “ამაში არაფერი კრიმინალური არ არის”. მათ ბრიტანეთის პროკურატურამ სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში დასდო ბრალი.
“მე მინდა მივმართო მათ, რათა დღეს მოგვისმინონ. ისინი უნდა მოვიდნენ, აი მაგალითად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. ვიმედოვნებ, რომ ისინი თავად გამოჩნდებიან და ისაუბრებენ საკუთარ თავზე”,-განაცხადა პუტინმა.
პეტროვმა ცოტა ხნის წინ უკვე განაცხადა, რომ არავითარი საიდუმლო მიმოსვლა ლონდონში არ ჰქონია, მით უმეტეს, მოწამვლის მოტივით. მან “России 24”-ის კორესპონდენტთან საუბარში ბრალდებასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
“ჯერჯერობით, უკომენტაროდ. შეიძლება მოგვიანებით. მე ვფიქრობ, მომავალ კვირას”,- განაცხადა პეტროვმა, რომელიც ტომსკის სამეცნიერო-სამეწარმეო ფარმაცევტული გაერთიანების “Вирион”-ის თანამშორმელია.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ სკრიპალების მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეები დაასახელა, ესენი არიან: ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “როუტერი” ავრცელებს.
პეტროვსა და ბოშიროვს ბრალი ოთხი მუხლით წარედგინათ, მათ შორის, სკრიპალებისა და პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის. როგორც ცნობილია, უწყება არ მოითხოვს რუსეთიდან მათ ექსტრადირებას – ორივე მამაკაცის დასაპატიმრებლად, ევროპული ორდერი გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები