ევროკავშირმა რუსეთს ინდივიდუალური სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ინდივიდუალური სანქციები გაახანგრძლივა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სანქციები, რომლებიც აქტივების გაყინვასა და მოგზაურობაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს, 2019 წლის 15 მარტამდე იმოქმედებს.
მოსკოვი აღნიშნულს ეხმიანება და განმარტავს, რომ რუსეთი თავისი გზით ვითარდება, სანქციებს ყურადღებას არ მიაქცევს.
ამ დროისთვის სიაში 155 ადამიანი და 44 ორგანიზაციაა შესული.
შეგახსენებთ, რომ სანქციები ბრიუსელმა უკრაინის „ტერიტორიული მთლიანობის“ დარღვევის გამო დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები