ჩინეთის სანაპიროებზე ტაიფუნი Barijat მძვინვარებს
ჩინეთში, გუანდუნის რაიონში, ქალაქ ჩჟანიცზიანში წელს, რიგით 23-ე ტაიფუნი, სახელად Barijat-ი მძვინვარებს. ამის შესახებ ჩინეთის ნაციონალური მეტეოროლოგიური ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.
ტაიფუნი ჩინეთის სანაპიროებს 8:30 საათზე მიუახლოვდა, ქარის სიმძლავრე წამში 25 მეტრს აღწევდა.
მეტეოროლოგების განმარტებით, გუანდუნის რაიონში და მის მახლობლად ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.
პროვინციის მთავრობამ 12 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.