კალიფორნიაში მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა
ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ბეიკერსფილდში მამაკაცმა 5 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ABC30 ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, მსროლელი და მისი ცოლი ავტოსატრანსპორტო კომპანიაში მივიდნენ, სადაც მათ უცნობ მამაკაცთან იკამათეს.
ეჭვმიტანილმა ჯერ ეს მამაკაცი მოკლა, შემდეგ თავისი ცოლი, მესამე მსხვერპლი კი მოვლენების განვითარების პროცესში ფირმაში მისული, მსროლელისთვის ასევე უცნობი ადამიანი იყო.
ტელეარხის ცნობით, ეჭვმიტანილი მანქანაში ჩაჯდა და სხვა ადგილას წავიდა, სადაც კიდევ 2 ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც მანქანა გაიტაცა, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ. მათ გაქცევა მოახერხეს. მამაკაცმა კი პარკირების ადგილას მანქანა გააჩერა და თავი მოიკლა.