პუტინი: სკრიპალების საქმეში დამნაშავეები ვიპოვეთ (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ “ГРУ -ს” ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის მოწამვლაში ბრალდებულები იპოვეს. ინფორმაციას “Газета.ру” ავრცელებს.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ “ისინი მალე გამოჩნდებიან და თავად მოჰყვებიან ყველაფერს”.
პუტინის თქმით, დამნაშავეები სამოქალაქო პირები არიან.
“ჩვენ ისინი უკვე ვიპოვეთ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ სკრიპალების მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეების სახელები დაასახელა, ესენი არიან: ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “როუტერი” ავრცელებს. მათ ბრალი ოთხი მუხლით წარედგინათ, მათ შორის, სკრიპალებისა და პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის. როგორც ცნობილია, უწყება არ მოითხოვს რუსეთიდან მათ ექსტრადირებას – ორივე მამაკაცის დასაპატიმრებლად, ევროპული ორდერი გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები