ერაყში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ქალაქ ტიკრიტის სამხრეთით, ავტომობილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 32 კი მძიმედ დაშავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al-Sumaria, ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე, სეიფ ალ-ბადრაზე, დაყრდნობით ავრცელებს.
“დაღუპულთა რიცხვი აფეთქების შედეგად 5-მდე ადამიანი დაიღუპა, 32 პირი კი დაშავდა”, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, დაზარალებულები სამკურნალოდ ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები