ნიკარაგუაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ნიკარაგუაში, მანაგუას ტერიტორიაზე 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მომხდარის შესახებ ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.
მიწისძვრის ეპიცენტრი 101 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მსხვერპლსა და ნგრევაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.