რუსეთი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებს
რუსეთი აგრძელებს ჩინეთთან თანამშრომლობას და ურთიერთქმედების გამყარებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“თანდათანობით ვავითარებთ, ამ რეგიონში, დადებით დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს გარეპოლიტიკის და ეკონომიკის ინტეგრირებას, ვაგრძელებთ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან”, – განაცხადა ლავროვმა აღმოსავლურ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე დაამატა, რომ ორი ქვეყნის კოორდინირებულმა მიდგომამ თანამედროვე პრობლემებთან უკვე დაამტკიცა საკუთარი საჭიროება და განმტკიცდა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილიზატორი მსოფლიო საქმეებში.
მეოთხე აღმოსავლური ეკონომიკური ფორუმი ტარდება რუსეთში, ვლადივოსტოკში და მასში 60-მდე ქვეყანა და 6 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას.