ინდოეთში მომლოცველებით სავსე ავტობუსი ხევში გადაიჩეხა

ინდოეთის, შტატ ტელენგანაში, მომლოცველებით სავსე ავტობუსი ხევში გადაიჩეხა. ბოლო ცნობით 32 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ გაზეთი Times of India, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც ცნობილია, ინციდენტი დღეს დილით ინდოეთში, ჯაგტიალის რაიონში მოხდა. ავტობუსი, რომელშიც 62 ადამიანი იჯდა, უღელტეხილის გავლით კონდაგატუს სალოცავისკენ მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტობუსი ოთხჯერ ამობრუნდა და ხევში გადაიჩეხა.
ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენი 30 მგზავრის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები