როგორ გამოიყურება დღეს ადგილი, სადაც 11 სექტემბერს ტერაქტი მოხდა (ფოტოკოლაჟი)
102-წუთიანი უწყვეტი შეტევა და 3000-მდე გარდაცვლილი ადამიანი – 17 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში ტერაქტი მოხდა, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
ტერაქტის შედეგად 2977 ადამიანი დაიღუპა, 6 ათასზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, “ალ-ქაიდამ” აიღო.