თურქეთში შეტაკებისას რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა
თურქეთის ქალაქ სომაში პოლიციამ ანტისამთავრობო მიტინგის ათასობით მონაწილე ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მანისას პროვინციის ქალაქ სომაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხელისუფლებას გულგრილობასა და მაღაროელთა სამუშაო პირობების გაუარესებაში ადანაშაულებენ.
ბოლო მონაცემებით, მაღაროში მომხდარ ტრაგედიას 283 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება.