ნუკრი ქანთარია სალომე ზურაბიშვილზე: ის იქნება საკმაოდ საინტერესო პრეზიდენტი

უმრავლესობის დეპუტატი, ნუკრი ქანთარია ეჭვობს, რომ მმართველი გუნდის დახმარების გარეშე რომელიმე კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ექნება.
თუმცა ქანთარია აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი წონიანი ფიგურაა, რომლითაც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა სხვას.
“ვფიქრობ, პოლიტსაბჭოზე ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. ეს საკითხი ადრეც იდგა და აღმოჩენა არ იყო, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ. მე მასში მომწონს, რომ მას აქვს შთამბეჭდავი თავგადასავალი და ის პიროვნულად ძალიან წონიანი დაჯდება ნებისმიერთან, იქნება ეს ტერეზა მეი, მაკრონი თუ სხვები. ის იქნება საკმაოდ საინტერესო პრეზიდენტი“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები