პროკურატურაში ევროპის საბჭოს კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის კომიტეტის წევრები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებით დაინტერესდნენ. კომიტეტის წევრებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
დელეგაციის წევრებს ასევე გააცნეს სტატისტიკური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურაში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ პროკურორებისთვის შემუშავებული რეკომენდაციის შესახებ და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც პროკურატურის ორგანოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე შეტყობინებათა მონიტორინგსა და მათზე ეფექტიან რეაგირებას შეეხებოდა.
შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის სამომავლო ხედვები და დაგეგმილი რეფორმებიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები