საფრანგეთში „სენტ-ეტიენის“ მცველი ჩაცხრილეს
კომუნა ლა-სენ-სურ-მერში, გუნდის „სენტ-ეტიენის“ მცველი ჩაცხრილეს.
ფრანგული მედიის ცნობით, 19 წლის ვილიამ გომისი ორშაბათის ღამეს, 10 სექტემბერს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მასთან ერთად დაიღუპა 14 წლის ბიჭიც. ტრაგედიის ადგილას პოლიციამ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი იპოვა.
„სენტ-ეტიენში“ გომისი 5 წლის განმავლობაში თამაშობდა. გუნდმა, ფეხბურთელის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა და ღრმა მწუხარება გამოთქვა. გომისი გუნდში 15 წლიდან თამაშობდა.